მედიკამენტები

back arrow icon უკან

მელატონინი ლაროფარმი / Melatonin Laropharm

back arrow icon

მელატონინი ლაროფარმი / Melatonin Laropharm

მელატონინი ლაროფარმი / Melatonin Laropharm

  • ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები
  • ქვეყანა: რუმინეთი
  • მწარმოებელი: ლაროფარმი
  • ჯენერიკი: Melatonin
  • გაცემის ფორმა: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
  • კოდი: N01AC06

ანოტაცია

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Laropharm Pharmaceutical Industry
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
  • გამოშვების ფორმა: 3 მგ კაფსულა№30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

 

შემადგენლობა


1 კაფსულა შეიცავს 3 მგ მელატონინსაქტიური ნივთიერება.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონიჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  


წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.  
პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს
აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

 

ჩვენება:  


მელატონინი ლაროფარმი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში
უძილობა, ძილის რითმის დარღვევა
ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა 
საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი
ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა

 

მიღების წესი და დოზირება:


მელატონინი ლაროფარმი მიიღება მოზრდილებში
პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე
სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე
ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

გვერდითი მოვლენები:


ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი
ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

 

უკუჩვენება


ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

 

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:


პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:


ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტაბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება

სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.

 

ჭარბი დოზირება:


არ არის დაფიქსირებული

 

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები


პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.

 

შენახვის პირობები


გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25 C- მდე ტემპერატურის პირობებში

 

ვარგისანობის ვადა


3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

 

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.