მედიკამენტები

back arrow icon უკან

3-ომეგა პრემიუმი №100 კაფსულა / 3-Omega Premium №100 capsules

back arrow icon

3-ომეგა  პრემიუმი №100 კაფსულა / 3-Omega Premium №100 capsules

3-ომეგა პრემიუმი №100 კაფსულა / 3-Omega Premium №100 capsules

  • ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • ქვეყანა: სლოვაკია
  • მწარმოებელი: GENERICA
  • ჯენერიკი: Oleum jecoris
  • გაცემის ფორმა: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
  • კოდი:

ანოტაცია

შემადგენლობა:

 

აქტიური ნივთიერება 1 კაფსულა 3 კაფსულა
თევზის ქონი (ანჩოუსი, სარდინი,სკუმბრია) 1000.0 მგ 3000,0 მგ
3-ომეგა ცხიმოვანი მჟავები 550.0 მგ 1650.0 მგ
რომელთაგან: EPA 300.0 მგ 900.0 მგ
                          DHA 200.0 მგ 600.0 მგ

 

  

3-ომეგა პრემიუმი შეიცავს თევზის ქონს ომეგა 3 ოჯახის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს EPA (ეიკოზაპენტაენის) და DHA (დკოზაჰექსაენის). 3-ომეგა პრემიუმი შეიცავს თევზის ქონს, რომელიც წარმოებულია ნორვეგიის ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში. მისი გადამუშავების პროცესში გამოყენებულია გამწმენდი და გადამუშავების სპეციალური ტექნოლოგიები,რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად სუფთა თევზის ქონის მიღებას. პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ორგანიზმი ვერ აწარმოებს, ამტომ აუცილებელია დამატება ხელოვნური გზით.

 

ევროპის სურსათის უვნებლობის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EFSA) დაადასტურა, რომ EPA და DHA ხელს უწყობენ გულის სწორად ფუნქციონირებას. სასარგებლო ეფექტი მიღწეულია ყოველდღიური მიღებით 250 მგ EPA და DHA. 

 

DHA ასევე ხელს უწყობს ნორმალური ტვინის აქტივობის შენარჩუნებას და ნორმალურ მხედველობას. სასარგებლო ეფექტი მიღწეულია ყოველდღიური მიღებით 250 მგ DHA.

 

არ შეიცავს: მძიმე ლითონებს, პესტიციდებს, ინსექტიციდებს.

 

რეკომენდებული დოზა:

 

მოზრდილები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ.

ბავშვებში 3 წლიდან, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ქალებში რეკომენდირებულია 1 კაფსულა დღეში.

 

სიფრთხილის ზომები:

 

საკვები დანამატების გამოყენება დაუშვებელია მრავალფეროვანი დიეტის მაგივრად.

მითითებული რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის 3 წლამდე. პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და ბნელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე! მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი სტილი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯანმრთელობისთვის.

 

მწარმოებელი: GENERICA

გენერიკა სპოლ.ს.რ.ო.

ვრბოვსკა 39

921 01 პიეშტანი – სლოვაკია