ანოტაცია
- ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ახასიათებს ანთების საწინააღმრდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. ავსებს პანტოთენური მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი ქმნის ორგანიზმსში აქტიურ მეტაბოლიტს – პანტოთენის მჟავას,რომელიც წარმოადგენს CO-ფერმენტს, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა–განვითარებაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
- ჩვენებები:
-
- კანის სიმშრალე.
- დამწვრობა,ნაწოლები,
- ტროფიკული წყლული,ჰერპესი
- ნახეთქები(ანალური),
- დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
- კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
- კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
- პოსტ–ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
- აბსცესები, ფურუნკულოზი.
- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
- ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის
მიღების წესები და დოზები:
გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე– ღამის განმავლობაში.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა : მალამო უნდა დატანილ იქნას ძუძუს დვრილებზე ბავშვის ყოველი ძუძუთი გამოკვების შემდეგ.შეიძლება გამოყენებული იქნას კომპრესის სახით.
თოთო ბავშვების მოვლა :მალამო გამოიყენება საფენების ყოველი გამოცვლის დროს- გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია- უკუჩვენება:
ჰიპერმგძნობელობა- ორსულობა და ლაქტაცია:
პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.