მედიკამენტები

back arrow icon უკან

დიკლოფენაკი 25 მგ/1მლ 3 მლ №5 ამპ.

back arrow icon

დიკლოფენაკი 25 მგ/1მლ 3 მლ №5 ამპ.

დიკლოფენაკი 25 მგ/1მლ 3 მლ №5 ამპ.

  • ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
  • ქვეყანა: რუსეთი
  • მწარმოებელი: სოლოფარმი
  • ჯენერიკი: Natrii diclophenacum
  • გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
  • კოდი: M01AB05

ანოტაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

დიკლოფენაკს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილ გამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. თრგუნავს რა არასელექციურად ციკლოოქსიგენაზას 1 და 2, არღვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების კერაში. რევმატიული დაავადებების დროს, დიკლოფენაკის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილ გამაყუჩებელი მოქმედება ხელს უწყობს ტკივილის გამოხატულობის, დილის შებოჭილობის, სახსრების შეშუპების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც აუმჯობესებს სახსრების ფუნქციურ მდგომარეობას, ტრავმების დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში დიკლოფენაკი ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს და ანთებით შეშუპებებს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

დიკლოფენაკის კუნთში შესაყვანი შეყვანის შემდეგ მისი შეწოვა მყისიერად იწყება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax), რომლის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 2,5 მკგ/მლ-ს (8 მკმოლ/ლ), მიიღწევა დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. შეწოვილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა ხაზოვან დამოკიდებულებაშია პრეპარატის დოზის სიდიდესთან.

„კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ ფართობი (AUC), დიკლოფენაკის კუნთში შესაყვანი შეყვანის შემდეგ დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე მისი პერორალური ან რექტალური გამოყენების შემდეგ, ვინაიდან უკანასკნელ შემთხვევებში, დიკლოფენაკის რაოდენობის თითქმის ნახევარი მეტაბოლიზდება ღვიძლში „პირველი გავლის“ დროს.

პრეპარატის მომდევნო შეყვანის დროს, პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება. პრეპარატის დოზირებებს შორის რეკომენდებული ინტერვალების დაცვის შემთხვევაში, კუმულაცია არ აღინიშნება.

განაწილება

შრატის ცილებთან შეკავშირება – 99,7%, უპირატესად ალბუმინთან (99,4%).

განაწილების სავარაუდო მოცულობა შეადგენს 0,12-0,17 ლ/კგ-ს.

დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათით უფრო გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში. სინოვიალური სითხიდან ნახევრად დაშლის პერიოდი (T 1/2) შეადგენს 3-6 საათს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან 2 საათის შემდეგ, დიკლოფენაკის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში, და მისი მაჩვეებლები მაღალი რჩება 12 საათამდე პერიოდის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი

დიკლოფენაკის მეტაბოლიზმი ხორციელდება ნაწილობრივ შეუცვლელი მოლეკულის გლუკურონიზაციის გზით, და უპირატესად ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილირებითა და მეტოქსილირებით, რაც იწევს რამდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის წარმოქმნას (3’-ჰიდროქსი-, 4’-ჰიდროქსი-, 5’-ჰიდროქსი-, 4’5-დიჰიდროქსი- და 3’ჰიდროქსი-4’მეთოქსიდიკლოფენაკი), რომელთა უმრავლესობა გარდაიქმნება გარდაიქმნება გლუკურონიდულ კონიუგატებად. ორი ფენოლური მეტაბოლიტი ბიოლოგიურად აქტიურია, თუმცა ნაკლები ხარისხისთ, ვიდრე დიკლოფენაკი. პრეპარატის მეტაბოლიზმში მონაწილეობას ღებულობს იზოფერმენტი CYP2C9.

გამოყოფა

დიკლოფენაკის საერთო სისტემური პლაზმური კლირენსი შეადგენს 263±56 მლ/წთ-ს.

ტერმინალური T1/2 შეადგენს 1-2 საათს. 4 მეტაბოლიტის T1/2, ორი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის ჩათვლით, ასევე არ არის ხანგრძლივი და 1-3 საათს შეადგენს. ერთ-ერთი მეტაბოლიტებიდან, 3’-ჰიდროქი-4’მეტოქსიდიკლოფენაკს, აქვს უფრო ხანგრძლივი T1/2, თუმცა აღნიშნული მეტაბოლიტი მთალიანად არააქტიურია.

პრეპარატის დოზის 60% გამოიყოფა თირკმლების გზით შეუცვლელი აქტიური ნივთიერების გლუკურონული კონიუგატების სახით, ასევე მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმრავლესობა გლუკურონულ კონიუგატებს წარმოადგენენ. შეუცვლელი სახით გამოიყოფა დიკლოფენაკის 1%-ზე ნაკლები. პრეპარატის დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით ნაღველთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ პაციენტებში არ იცვლება.

პაციეტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, შეუცვლელი აქტიური ნივთიერების კუმულაცია არ აღინიშნება დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის პირობებში. <10 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის დროს, დიკლოფენაკის ჰიდროქსიმეტაბოლიტების წონასწორული კონცენტრაციები დაახლოებით 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში, ამასთან მეტაბოლიტები გამოიყოფა მხოლოდ ნაღველთან ერთად.

პაციენტებში ქრონიკული ჰეპატიტით ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზით, დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები ისეთივე, როგორც პაციენტებში ღვიძლის დაავადების გარეშე.

დიკლოფენაკი აღწევს დედის რძეში.

 

ჩვენებები:

სხვადასხვა გენეზის, ზომიერი ინტენსივობის ტკივილების ხანმოკლე მკურნალობისათვის:

        საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტიმ ფსორიაზული, იუვვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანება, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი (რადიკულური სინდრომის ჩათვლით);

        ლუმბაგო, იშიასი, ნევრალგია;

        ალგოდისმენორეა, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესები, მათ შორის ადნექსიტი;

        ტკივილის პოსტ-ტრავმული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ანთება;

        პოსტოპერაციული ტკივილი.

პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომატური თერაპიისათვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების მომენტში, დაავადების პროგრესირებაზე არ მოქმედებს.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (გამწვავების ფაზაში), სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ღვიძლის გამოხატული უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები მწვავე პერიოდში, თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), ჰიპერკალიემია, აცეტილსალიცილის მჟავას აუტანლობის სრული ან არასრული სინდრომი (რინოსუნისიტი, ჭინჭრის ციება, ცხვირის ლორწოვანის პოლიპები, ბრონქული ასთმა, რომელიც ვითარდება აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების დროს), სისხლწარმოქმნის დარღვევები, ჰემოსტაზის დარღვევები (ჰემოფილიის ჩათვლით), ორსულობა, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე), ლაქტაციის პერიოდი, პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგ, არტერიული თრომბოზების და თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული რისკის დროს, კლინიკურად დადასტურებული, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიებისა და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფუნქციონალური კლასი II-IV NYHA კლასიფიკაციის მიხედვით, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.

 

სიფრთხილით:

შეშუპების სინდრომი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ჰემოსტაზის სისტემის დეფექტები, გულ-სისხლძარღვოვანი თრომბოზების რისკით (მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტები და ინსულტები), თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), ალკოჰოლიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების გარეშე, Helicobacter pylori-ს ინფექციები, დივერტიკულიტი, მდგომარეობა ფართო ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ინდუცირებული პორფირია, ხანდაზმული ასაკი, სიგარეტის მოწევა, მძიმე სომატური დაავადებები, შემაერთებელი ქსოილის სისტემური დაავადებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება.

სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში სეზონური ალერგიული რინიტით, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებით (ცხვირის პოლიპების ჩათვლით), სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციური დაავადებებით (განსაკუთრებით ალერგიული რინიტის-მსგავს სიმპტომებთან ასოცირებული).

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა არის აუცილებელია დიკლოფენაკის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც კუჭ-ნაწლავური სისხლდენების რისკის მატებასთან დაკავშირებულ პრეპარატებს ღებულობენ: სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები (მათ შორის პრედნიზოლონი), ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი), ანტიაგრეგანტები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი) ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მაგ. ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი).

 

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. „უკუჩვენებები“). ორსულობის დროს პრეპარატ დიკლოფენაკის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

დიკლოფენაკის გამოყენება არ შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. „უკუჩვენებები“). დიკლოფენაკი აღწევს დედის რძეში.

 

გამოყენების წესები და დოზები:

შეიყვენაბა ღრმად კუნთში. ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის – 75 მგ (1 ამპულა). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა, თუმცა >12 საათის შემდეგ. ალტერნატივის სახით, დღეში პრეპარატის ერთი ინიექციის (75 მგ) კომბინირება შეიძლება პრეპარატ დიკლოფენაკის სხვა სამკურნალო ფორმებთან ერთად (ტაბლეტები, რექტალური სუპოზიტორიები), ამასთან სუმარული დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ-ს.

გამოყენების ხანგრძლივობა არის არა უმეტეს 2 დღის, საჭიროების შემთვევაში გადადიან დიკლოფენაკის პერორალურ ან რექტალურ გამოყენებაზე.   

 

 

გვერდითი მოვლენები:

დიკლოფენაკის გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის შესაფასებლად (სხვადასხვა სამკურნალო ფორმები), გამოყენებულია შემდეგი გრადაციები:

„ძალიან ხშირი“ >1/10; „ხშირი“ >1/110-დან <1/10-მდე, „არახშირი“ >1/1000-დან <1/100-მდე, „იშვიათი“ >1/10000-დან <1/1000-მდე, „ძალიან იშვიათი“ <1/10000-დან, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირი – ეპიგასტრალური ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ანორექსია, ამინოტრანსფერაზეის აქტივობის მატება; იშვიათი – გასტრიტი, პროქტიტი, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლიანი ღებინება, მელენა, ფაღარათი სისხლის მინარევებით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები (სისხლდენების ან პერფომრაციით, ან მათ გარეშე), ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათი – სტომატიტი, გლოსიტი, ეზოფაგიტი, არასპეციფიკური კოლიტი, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება ან კრონის დაავადება, შკრულობა, პანკრეატიტი, ელვისებრი ჰეპატიტი, ჰეპატორენალური სინდრომი.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუ; იშვიათი – ძილიანობა; ძალიან იშვიათი – მგრძნობელობის დარღვევა (მაგ. პარესთეზიები), მეხსიერების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვები, შფოთვა, ცერებროვასკულარული დარღვევები, ასეპტიკური მენინგიტი, დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, „კოშმარული“ სიზმრები, აღგზნებადობა, ფსიქიკური დარღვევები.

მხედველობის ორგანოების მხრივ:

ხშირი – ვერტიგო; ძალიან ხშირი – მხედველობის დარღვევა (მხედველობის არამკვეთრი აღქმა, დიპლოპია), სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, გემოს შეგრძნებების დარღვევა.

კანის საფარის მხრივ:

ხშირი – კანზე გამონაყარი; იშვიათი – ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათი – ბულოზური გამონაყარი, ერითემა, მათ შორის მულტიფორმული და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ქავილი, თმების ცვენა, ფოტოსენსიბილიზაცია, პურპურა, მათ შორის ალერგიული.

შარდსასქესო სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი.

სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ:

იშვიათი – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

იშვიათი – ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით), ხველა, ხორხის შეშუპება; ძალიან იშვიათი – პნევმონიტი.

გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიატი – გულის ფრიალი, ტკივილი გულმკერდში, მომატებული არტერიული წნევა, ვასკულიტი, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.

ალერგიული გამოვლინებები:

იშვიათი – ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, დაქვეითებული არტერიული წნევისა და შოკის ჩათვლით; ძალიან იშვიათი – ანგიონევროზული შეშუპება (სახის ჩათვლით).

სხვა:

ხშირი – გაღიზიანება ინიექციის ადგილას; ძალიან იშვიათი – აბსცესი შეყვანის ადგილას; იშვიათი – შეშუპებები.

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები:

ღებინება, თავბრუ, თავის ტკივილი, ქოშინი, ცნობიერების დაბინდვა, ბავშვებში – მიოკლონური კრუნჩხვები, გულისრევა, ღებიება, მუცლის ტკივილი, სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, კომა.

მკურნალობა:

სიმპტომატური თერაპია, ფორსირებული დიურეზი.

ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ზრდის დიგოქსინის, მეთოტრექსატის, ლითიუმის პრეპარატებისა და ციკლოსპორინის კონცენტრაციას პლაზმაში.

ამცირებს შარდმდენების ეფექტს, კალიშემნახველი შარდმდენები ფონზე აძლიერებს ჰიპერკალიემიის რისკს; ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური საშუალებების (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) – სისხლდენების რისკს (უფრო ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან). ამცირებს ჰიპოტენზიური და საძილე საშუალებების ეფექტებს.

ზრდის სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების გვერდითი მოვლენების (სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში) განვითარების ალბათობას.

აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს სისხლში დიკლოფენაკის კონცენტრაციას.

პარაცეტამოლთან ერთად გამოყენება ზრდის დიკლოფენაკის ნეფროტოქსიური ეფექტების განითარების რისკს.

ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს.

ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა და პლიკამიცინი ზრდის ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების სიხშირეს.

ციკლოსპორინი და ოქროს პრეპარატები ზრდიან დიკლოფენაკის ზეგავლენას და თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზზე, რაც ზრდის ნეფროტოქსიურობას.

ეთანოლთან, კოლხიცინთან, კორტიკოტროპინთან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან და კრაზანას პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენების განვითარების რისკს.

დიკლოფენაკი აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას, რომელიც იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.

პრეპარატები, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას, ზრდიან დიკლოფენაკის კონცენტრაციას პლაზმაში, რითაც ზრდიან მის ტოქსიურობას.

დიკლოფენაკი ავლენს ანტიპროსტაგლანდინურ მოქმედებას, ამიტომ მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში დიკლოფენაკის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

განსაკუთრებული მითითებანი:

გვერდითი მოვლენები განვითარების რისკის შემცირებისათვის შეიძლება დიკლოფენაკის მინიმალურად ეფექტური დოზსი გამოყენება მინიმალურად შესაძლებელი ხანმოკლე კურსით. დიკლოფენაკით ხანგრძლივმა თერაპიამ და თერაპიამ მაღალი დოზებით გამოყენებით შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გულ-სისხლძარღვოვანი თრომბოზული გართულებების (მიკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის ჩათვლით) რისკის მომატება.

 

ზეგავლენა სატრანსპორო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ თავბრუ და სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას და საშიშ მექანიზმებთან მუშაობას.

 

გამოშვების ფორმა:

კუნთში შესაყვანი ხსნარი 25 მგ/მლ.

3 მლ-იან უფერო შუშის ამპულებში.

5 ამპულა პოლივინილქლორიდის აპკის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

1 კონტურული უჯრედული შეფუთვა ამპულებთან ერთად რუსულ და ქართულ ენებზე შესრულებული გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.   

 

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობა:

2 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.