მედიკამენტები

back arrow icon უკან

PMS მელოქსიკამი

back arrow icon

PMS მელოქსიკამი

PMS მელოქსიკამი

  • ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის
  • ქვეყანა: კანადა
  • მწარმოებელი: Pharmascience Inc
  • ჯენერიკი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
  • გაცემის ფორმა: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
  • კოდი: N01AC06

ანოტაცია

(მელოქსიკამის ტაბლეტები, სახლის სტანდარტი)

 

წაიკითხეთ ეს ინფორმაცია ყოველ ჯერზე, როდესაც შეავსებთ რეცეპტს, ახალი ინფორმაციის დამატების შემთხვევაში.

წინამდებარე ბროშურა წარმოადგენს სამი ნაწილისგან შემდგარი „პროდუქტის მონოგრაფიის“ მე-3 ნაწილს, რომელიც გამოქვეყნდა pms-MELOXICAM-ის გასაყიდად კანადაში დამტკიცების შემდეგ და სპეციალურად მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი.

ბროშურა წარმოადგენს შეჯამებულ ინფორმაციას და არ მოიცავს ყველა დეტალს pms-MELOXICAM-ის შესახებ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა პრეპარატის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ინფორმაცია პრეპარატის შესახებ

 

რისთვის გამოიყენება პრეპარატი:

pms-MELOXICAM მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებათა კლასს, რომელიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

pms-MELOXICAM ინიშნება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სიმპტომური შემსუბუქებისთვის:

  •         რევმატოიდული ართრიტი მოზრდილებში;
  •         ოსტეოართროზი (ართროზი, სახსრების დეგენერაციული დაავადება) მოზრდილებში.

როგორ მოქმედებს პრეპარატი:

pms-MELOXICAM-ს, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (NSAID), შეუძლია შეამციროს სხეულის მიერ წარმოებული ქიმიკატები, რომლებიც იწვევენ ტკივილს და შეშუპებას.

pms-MELOXICAM, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (NSAID), არ კურნავს ავადმყოფობას, ან არ აფერხებს მისი გაუარესებას. pms-MELOXICAM-ს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება და შეშუპების შემცირება მხოლოდ თუ აგრძელებთ მის მიღებას.

როდის არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება:

არ მიიღოთ pms-MELOXICAM, თუ თქვენ გაქვთ, ან ადრე ჰქონდათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობა:

  •         გულის შუნტირების ოპერაცია (დაგეგმილი ან ცოტა ხნის წინ ჩატარებულიყო);
  •         მძიმე, უკონტროლო გულის უკმარისობა;
  •         გულის ქრონიკული უკმარისობა;
  •         თავის ტვინში სისხლდენა ან სისხლდენის სხვა დარღვევები;
  •         მიმდინარე ორსულობა;
  •         მიმდინარე ლაქტაცია (ან დაგეგმილი);
  •         ალერგია მელოქსიკამზე ან pms-MELOXICAM-ის ნებისმიერი სხვა კომპონენტზე (იხ. არასამკურნალო ინგრედიენტები);
  •         ალერგია აცეტილსალიცილის მჟავაზე ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე;
  •         წყლული (აქტიური);
  •         კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა (აქტიური);
  •         ნაწლავების ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
  •         ღვიძლის დაავადება (აქტიური ან მძიმე);
  •         თირკმლის დაავადება (მძიმე ან გაუარესებული);
  •         სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა;
  •         იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც შეიძლება შეუთავსებელი იყოს არასამკურნალო ინგრედიენტთან, ლაქტოზასთან.

პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ იმავე კლასის პრეპარატს, როგორც pms-MELOXICAM, გულზე ოპერაციის შემდეგ (კორონარული არტერიის შუნტირება), უფრო ხშირად აღენიშნებოდათ გულის შეტევა, ინსულტი, ფეხებსა და/ან ფილტვეში  სისხლის შედედების დარღვევა, ასევე ინფექციები ან სხვა გართულებები, ვიდრე მათ, ვისაც ეს პრეპარატები არ მიუღიათ.

pms-MELOXICAM არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

სამკურნალო ინგრედიენტი

მელოქსიკამი

არასამკურნალო ინგრედიენტები

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის ციტრატი, სახამებელი.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები: 7,5 მგ და 15 მგ

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

 

თუ თქვენ გაქვთ ან ადრე ჰქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, მიმართეთ მკურნალ ექიმს, რომ განიხილოთ pms-MELOXICAM-ის გარდა მკურნალობის სხვა ვარიანტები:

  •         გულის შეტევა ან სტენოკარდია
  •         ინსულტი ან მინი-ინსულტი
  •         მხედველობის დაკარგვა
  •         მიმდინარე ორსულობა
  •         გულის ქრონიკული უკმარისობა

ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს:

  •         სისხლის მაღალი წნევა
  •         მაღალი ქოლესტერინი
  •         შაქრიანი დიაბეტი ან დიეტა შაქრის დაბალი შემცველობით
  •         ნებისმიერი სპეციალურ დიეტა, მაგალითად, ნატრიუმის დაბალი შემცველობით
  •         ათეროსკლეროზი
  •         ცუდი სისხლის მიმოქცევა კიდურებში
  •         მწეველი ან ყოფილი მწეველი
  •         თირკმელების უკმარისობა ან უროლოგიური პრობლემები
  •         ლაინერის დაავადება
  •         წყლული ან კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენის ისტორია
  •         თავის ტვინში სისხლდენის ისტორია
  •         სისხლის მიმოქცევის პრობლემა:
  •         ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე ალერგიის ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, ცელეკოქსიბი, დიკლოფენაკი, დილფუნისალი, ეტოდოლაკი, ფენოპროფენი, ფლურბიპროფენი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, კეტოპროენი, კეტოროლაკი, მეფენამინის მჟავა, მელოქსიკამი, ნაბუმეტონი, ნაპროქსენი, ოქსაპროზინი, პიროქსიკამი, როფეკოქსიბი, სულინდაკი, ტენოქსიკამი, ტიაპრლენის მჟავა, ტოლმეტინი ან ვალდეკოქსიბი (არასრული სია));
  •         ასთმის, ცხვირის პოლიპების, სინუსების ხანგრძლივი შეშუპება (ქრონიკული სინუსიტი) ან ქრონიკული ჭინჭრის ციების ოჯახური ანამნეზი:
  •         ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობა (როგორიცაა ლაქტოზა).

ასევე, ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აპირებთ დაორსულებას.

ამ პრეპარატის მიღების დროს:

  •         აცნობეთ ნებისმიერ სხვა ექიმს, სტომატოლოგს, ფარმაცევტს ან სხვა სპეციალისტს, რომ ამ მედიკამენტს იღებთ, განსაკუთრებით, თუ გეგმავთ გულის ქირურგიის ჩატარებას;
  •         პრეპარატის მიღების დროს ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს, რადგან შესაძლებელია კუჭის პრობლემების განვითარება;
  •         შეიძლება შემცირდეს ნაყოფიერება. Pms-MELOXICAM-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება, რეკომენდირებულია pms-MELOXICAM-ის მიღების შეჩერება.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

 

მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს (რეცეპტით ან უეცეპტოდ), როგორიცაა (არასრული სია):

  •         აცეტილსალიცილის მჟავა (ASA) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა, ცელეკოქსიბი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, კეტოროლაკი, ნაფროქსენი
  •         ანტიდეპრესანტები – სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, მაგ., ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი
  •         ანტიდიაბეტური საშუალებები, მაგ. სულფონილურაზები, მეგლინიდები
  •         არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები

  ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, პერინდოპრილი, რამიპრილი

  ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, მაგალითად, კანდესარტანი, ირბესარტანი, ლოზარტანი, ვალსარტანი

  •         სისხლის გამათხიერებელი საშუალებები, მაგალითად, ვარფარინი, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი
  •         ქოლესტირამინი
  •         ციმეტიდინი
  •         კორტიკოსტეროიდები (მათ შორის გლუკოკორტიკოიდები) მაგალითად, პრედნიზონი
  •         ციკლოსპორინი
  •         დიგოქსინი
  •         შარდმდენები, მაგალითად, ფუროსემიდი, ჰიდროქლოროთიაზიდი
  •         ლითიუმი
  •         მეტოტრექსატი
  •         ორალური კონტრაცეპტივები ან საშვილოსნოსშიგა მოწყობილობები
  •         ტაკროლიმუსი
  •         პემეტრექსედი

ექიმმა pms-MELOXICAM-თან ერთად შეიძლება დაგინიშნოთ დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავა, როგორც სისხლის გამათხიერებელი საშუალება გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად. მიიღეთ მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი აცეტილსალიცილის მჟავის ოდენობა. უფრო სავარაუდოა, რომ თქვენ გაიღიზიანებთ კუჭს, როდესაც იღებთ pms-MELOXICAM-ს და აცეტილსალიცილის მჟავას ერთად, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იღებთ მხოლო pms-MELOXICAM-ს. მიიღეთ აცეტილსალიცილის მჟავა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

 

პრეპარატის გამოყენება

 

დოზა:

 

სამედიცინო მდგომარეობა საწყისი დოზა მაქსიმალური დოზა (დღეში)
რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში 15 მგ 15 მგ

7,5 მგ დიალიზის პაციენტებისთვის

მტკივნეული ოსტეოართრიტი (ართროზი, დეგენერაციული სახსრის დაავადება) მოზრდილებში 7,5 მგ 15 მგ

7,5 მგ დიალიზის პაციენტებისთვის

მიიღეთ pms-MELOXICAM მხოლოდ ექიმის მითითების შესაბამისად. ნუ მიიღებთ უფრო დიდ დოზას, მეტი სიხშირით ან უფრო მეტხანს, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ. თუ შესაძლებელია, მიიღეთ ამ პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზა ყველაზე მოკლე ვადით. ძალიან ბევრი pms-MELOXICAM-ის მიღება ზრდის არასასურველი და ზოგჯერ საშიში გვერდითი ეფექტების შანსებს, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, ასევე სხვა დაავადებების ან სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

პრეპარატი სპეციალურად დანიშნულია თქვენთვის. არ მისცეთ იგი სხვას, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

pms-MELOXICAM არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

pms-MELOXICAM ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

დოზის გამოტოვება:

თქვენ უნდა მიიღოთ pms-MELOXICAM ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ამასთან, თუ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება, განაახლეთ მიღება ჩვეულებრივი გრაფიკით მეორე დღეს. არ მიიღოთ დამატებითი დოზა.

დოზის გადაჭარბება:

თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მოწამვლის კონტროლის რეგიონულ ცენტრს.

 

გვერდითი მოვლენები და მათთან გამკლავების საშუალებები

 

სასარგებლო ეფექტებთან ერთად, pms-MELOXICAM-მა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან დიდი დოზით გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება. აცნობეთ ყველა სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა თქვენს ექიმს.

pms-MELOXICAM-მა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან დაღლილობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომობილის მართვისას ან ისეთ საქმიანობაში მონაწილეობის დროს, რომელიც სიფხიზლეს მოითხოვს. თუ pms-MELOXICAM-ის მიღების შემდეგ ძილიანობას ან თავბრუსხვევას გრძნობთ, არ მართოთ მანქანა ან სხვა ტექნიკა.

pms-MELOXICAM-მა შეიძლება გამოიწვიოს მზის მგრძნობელობა. მზის ან მზის სხივების ნებისმიერმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ბუშტუკები, გამონაყარი, სიწითლე, ქავილი ან გაუფერულება, ასევე მხედველობის ცვლილები. თუ მზეზე რეაქცია გაქვთ, მიმართეთ ექიმს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შეციება, ცხელება, კუნთების ტკივილი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, განსაკუთრებით თუ ისინი წარმოიქმნება კანის გამონაყარამდე ან მასთან ერთად. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს პრეპარატზე სერიოზული ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნები.

 

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

  •         ერითროციტების დაბალი რაოდენობა (ანემია), ლეიკოციტების დაქვეითება (ლეიკოპენია), თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია) და ციტოპენია (სისხლის ზოგიერთი უჯრედული ელემენტის დეფიციტი) ისეთი წამლების მიღებისას, როგორიცაა მეთოტრექსატი
  •         ძილიანობა და თავის ტკივილი
  •         თვალებიდან გამონადენი ქავილით და თვალების შეშუპება
  •         პირის ღრუს ტკივილი, წყლულები და ჰერპესი (სტომატიტი)
  •         წონის მომატება, წონის დაკლება
  •         ყურებში ხმა (ტინიტუსი), ვერტიგო
  •         გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია)
  •         არტერიული წნევის მომატება, სახის შეწითლება
  •         არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში ან ბოყინი, კვების რეჟიმის შეცვლა, ყაბზობა და მეტეორიზმი
  •         დიარეა
  •         ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, ტრანსამინაზის ან ბილირუბინის მომატებული დონე) და თირკმელის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, შრატში კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მომატება)
  •         ქავილი, კანის სიწითლე, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სერიოზული კანის რეაქციები (მულტიფორმული ერითემა)
  •         ტერფის შეშუპება
  •         ორსულობის შეუძლებლობა, ოვულაციის შეფერხება.

pms-MELOXICAM-მა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგები. შეიძლება გამოვლინდეს დარღვევები თირკმელებში (კრეატინინის და/ან შარდოვანას მომატება) ან ღვიძლში (ღვიძლის ფერმენტების მომატება), ერითროციტების დაბალი დონე (ანემია); ლეიკოციტების დაქვეითება ან თრომბოციტების დაბალი დონე (შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა). თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი და განმარტავს შედეგებს.

 

სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე და გამკლავების საშუალებები

 

სიმპტომი/ეფექტი შეწყვიტეთ pms-MELOXICAM-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შეწყვიტეთ pms-MELOXICAM-ის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
სისხლიანი ან შავი განავალი და მუცლის ტკივილი (კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი, გასტრიტი, ნაწლავების სისხლდენა, გასტროდუოდენალური პერფორაცია (რაც შეიძლება ფატალურიც იყოს))  
ქოშინი, ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან მკერდში სიმჭიდროვე  
ალერგიული რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება ან შეშუპება, ქავილი, შემცივნება, ცხელება, კუნთების ტკივილი ან გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომები  
სახის, ტუჩების, ენის სწრაფი შეშუპება (ანგიონევროზი)  
მხედველობის დაბინდვა, ან მხედველობის დარღვევა  
შარდის ოდენობის ან ფერის შეცვლა (წითელი ან ყავისფერი)  
შარდვის დროს ნებისმიერი ტკივილი ან სირთულე  
თირკმლის უკმარისობა თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით (შარდი სიმცირე ან არარსებობა)  
ფეხების, წვივების შეშუპება, წონის მომატება  
პირღებინება ან კუჭის მუდმივი მოუნელებლობა, გულისრევა, კუჭის ტკივილი ან დიარეა  
კანის ან თვალების გაყვითლება ქავილით ან მის გარეშე  
შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, უმადობა  
თავის ტკივილი, კისრის ტკივილი  
გონებრივი დაბნეულობა, შეცვლილი განწყობა, დეპრესია  
თავბრუსხვევა  
სმენის პრობლემები  
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (შესაძლო სიმპტომები: ცხელება, ყელის ტკივილი და დაღლილობა, რასაც მოჰყვება წყლულები და სხვა დაზიანებები პირის ღრუსა და ტუჩებზე, ასევე სასქესო და ანალურ მიდამოებში  
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (შესაძლო სიმპტომები: იწყება მტკივნეული წითელი ლაქებით კანზე, შემდეგ ჩნდება მსხვილი ბუშტუკები და მთავრდება კანის აქერცვლით, ამას თან ახლავს ცხელება და შეციება, კუნთების ტკივილი და ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება)
კანის გამონაყარი, ძლიერი ჭინჭრის ციება და ბუშტუკები (ბულუსის დერმატიტი)  
ღვიძლის ანთება (შესაძლო სიმპტომები: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ტკივილები, დაღლილობა, უმადობა და ზოგადად ავადმყოფობის გრძნობა, ან გრიპის მსგავი სიმპტომები)

 

ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული სია. Pms- MELOXICAM-ის მიღებისას ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესები

შეინახეთ ტემპერატურაზე 15-30°C. შეინახეთ მშრალ ადგილას.

არ შეინახოთ პრეპარატი, რომელსაც ვადა აქვს გასული, ან ის აღარ გჭირდებათ. ნებისმიერი ვადაგასული ან არასაჭირო პრეპარატი უნდა დაუბრუნოთ ფარმაცევტს.