მედიკამენტები

back arrow icon უკან

PMS ცეტირიზინი 20 მგ. №100

back arrow icon

PMS ცეტირიზინი  20 მგ.  №100

PMS ცეტირიზინი 20 მგ. №100

  • ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინურები, პიპერაზინის წარმოებულები
  • ქვეყანა: კანადა
  • მწარმოებელი: Pharmascience Inc.
  • ჯენერიკი: ცეტირიზინი
  • გაცემის ფორმა: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
  • კოდი: 030644

ანოტაცია

ინფორმაცია პრეპარატის შესახებ

რისთვის გამოიყენება პრეპარატი:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: pms-ცეტირიზინი გამოიყენება ნაზალური და არანაზალური სეზონური (მაგ. ხეები, ბალახი, ყვავილის მტვერი, ამბროზია/თივისმიერი ცხელება) და ქრონიკული (მაგ. მტვერი, ცხოველები, ობი) ალერგიული სიმპტომების შემსუბუქებისთვის, მათ შორის: ცემინება, სურდო, ცხვირის შეშუპება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ცხვირი/ყელის ქავილი და ჭინჭრის ციება კანის ალერგიული რეაქციების გამო. 

როგორ მოქმედებს პრეპარატი:

ალერგიის სიმპტომები წარმოადგენენ სხეულის დამცავ რეაქციას ალერგენებზე, როგორიცაა მტვერი, ამბროზია, ბალახისა და ხის მტვერი, ცხოველების ბეწვი ან ობი. ალერგენის აღმოჩენის შემდეგ, სხეულის უჯრედები ათავისუფლებენ ქიმიკატს, რომელსაც ჰისტამინი ეწოდება, რომელიც უკავშირდება სპეციალურ ჰისტამინის რეცეპტორებს კანსა და ქსოვილებში. შედეგად მიღებული რეაქცია იწვევს ქავილს, ცრემლდენას, სურდოსა და ცხვირის შეშუპებას. pms-ცეტირიზინი ხელს უწყობს ალერგიის სიმპტომების შემსუბუქებას ამ რეცეპტორული ადგილების დაბლოკვით, სანამ ჰისტამინი არ გაიწოვება, რაც ხელს უშლის ან ამცირებს ალერგიული რეაქციის ბევრ სიმპტომს. pms-ცეტირიზინი-ის ანთების საწინააღმდეგო თვისებები ასევე ხელს უწყობს შეშუპებისა და მასთან დაკავშირებულ სიმპტომების შემცირებას, გამონაყარისა და თივისმიერი ცხელების ჩათვლით.

pms-ცეტირიზინი უზრუნველყოფს ალერგიის ყველაზე მძიმე სიმპტომების სწრაფ და ეფექტურ შემსუბუქებას 24 საათის განმავლობაში. 

როდის არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება:

pms-ცეტირიზინი (ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი) უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით მის ან მისი საწყისი ნაერთის, ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის წარმოებულების მიმართ, ასევე პაციენტებისთვის, მგრძნობელობით პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. სამკურნალო ინგრედიენტები), ან თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი). 

სამკურნალო ინგრედიენტი

ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი

არასამკურნალო ინგრედიენტები

სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, პოვიდონი და ტიტანის დიოქსიდი

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები: 20 მგ

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

pms-ცეტირიზინი ტაბლეტების გამოყენებამდე ორსულობის ან ლაქტაციის შემთხვევაში, ასევე ღვიძლის ან თირკმელების დაავადების დროს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ექიმმა უნდა დაადგინოს, საჭიროა თუ არა განსხვავებული დოზის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ რჩება ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა მცირე გამონაყარი ცხელებასა ან სიწითლესთან ერთად, ან მის გარეშე, მაშინ საჭიროა ცეტირიზინით მკურნალობის შეწყვეტა და კონსულტაცია ექიმთან. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს ძილიანობა ალერგიის ან ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენების გამო. თუ ძილიანობა გამოწვეულია pms-ცეტირიზინი-ის გამოყენებით, არ არის რეკომენდირებული ავტომობილის მართვა ან ტექნიკის ექსპლუატაცია. თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, ან თუ გამოვლინდა ახალი სიმპტომები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

არ გამოიყენოთ pms-ცეტირიზინი სედატიურ ნივთიერებებთან ერთად, როგორიცაა ალკოჰოლი და ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები, მათ შორის: შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, საძილე პრეპარატები, ანტიჰისტამინური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, მიორელაქსანტები ან სამკურნალო ანალგეტიკები.

პრეპარატის გამოყენება

ჩვეულებრივი დოზა: 

ტაბლეტები (მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე):

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5-10 მგ სიმპტომების სიმძიმის მიხედვით, დღეში ერთხელ. თუ სიმპტომები არ შემსუბუქდა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. 

65 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილები: 5 მგ დღეში ერთხელ. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ არ ხართ დარწმუნებული დოზირებაში.

თუ ვერ მიიღეთ მოსალოდნელი შედეგები, მიმართეთ ექიმს. ცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები წარმოდგენილია სხვადასხვა დოზით (5 მგ, 10 მგ და 20 მგ). ცეტირიზინის ჰიდროქლორიდის 5 მგ და 10 მგ ტაბლეტების მიღება ასევე შესაძლებელია რეცეპტის გარეშე: გთხოვთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ექიმთან ერთად თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ის დოზა, რომელიც საუკეთესოა თქვენთვის.

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას. გახანგრძლივებული გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ექიმის მითითებით. არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის.

დოზის გადაჭარბება:

არსებობს ინფორმაცია ცეტირიზინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების შემდეგ, რომელიც მინიმუმ 5-ჯერ აღემატება რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, აღინიშნება: დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა, დისკომფორტის შეგრძნება, თვალის გუგების გაფართოვება, ქავილი, მოუსვენრობა, სედატიური ეფექტი, ცნობიერების დაქვეითება, გულისცემის აჩქარება, ტრემორი და შარდვის გაძნელება. დოზის გადაჭარბების ან რომელიმე ამ სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მოწამვლის მართვის ცენტრს. სასურველი მკურნალობა სტაციონარის პირობებში. აცნობეთ ექიმს სხვა მედიკამენტების მიღების შესახებ. დაუშვებელია პირღებინების გამოწვევა უგონო ინდივიდებში ან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სამედიცინო დახმარების გარეშე. 

თუ თვლით, რომ ძალიან ბევრი pms-ცეტირიზინი მიიღეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან მოწამვლის კონტროლის რეგიონულ ცენტრს, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ.

გვერდითი მოვლენები და მათთან გამკლავების საშუალებები

Pms-ცეტირიზინ-თან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები არის თავის ტკივილი, ძილიანობა და პირის სიმშრალე. თუ ეს გვერდითი მოვლენები არ გაქრება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს არ არის გვერდითი ეფექტების სრული სია. Pms-ცეტირიზინ-ის მიღების დროს ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესები

შეინახეთ ტემპერატურაზე 15-30°C.